უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსი სამხედროების თავდასხმებს 153 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. 245 ბავშვზე მეტი დაშავდა. დაბომბვის შედეგად 859 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 83 მათგანი სრულად არის განადგურებული.
მძიმეა ვითარება დონეცკის, ხარკოვის, მიკოლაევის, სუმის, კიევის, ხერსონის, ჟიტომირისა და ჩერნიგოვის ოლქში რუსეთში სირიელი დაქირავებული მებრძოლების პირველი კონტინგენტი ჩავიდა. დაჯგუფებაში, სირიის ჯარის 25-ე დივიზიის, სულ მცირე, 300 ჯარისკაცია. ისინი ელიტურ სამხედროებად ითვლებიან და მჭიდროდ თანამშრომლობენ რუს ოფიცრებთან.