კორონავირუსის 407 ახალი შემთხვევა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 1.79%-ია - 1 აპრილის კოვიდსტატისტიკა საქართველოში - Palitra News

კორონავირუსის 407 ახალი შემთხვევა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 1.79%-ია - 1 აპრილის კოვიდსტატისტიკა საქართველოში

2022-04-01 11:02:46+04:00

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 3 პაციენტი. ამავე მონაცემების თანახმად, 24 საათში ჩატარდა 22 788 კვლევა ტესტით და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 1,79% შეადგინა.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ დაინფიცირდა 1 648 653 ადამიანი და გარდაიცვალა 16 748 პაციენტი. ამ დროისთვის ქვეყანაში ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 861 255 დოზა აცრა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი 1 625 ადამიანი აიცრა.