თურქეთში გამართული შეხვედრის დეტალებზე რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი დავით არახამია საუბრობს. ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ შეხვედრაზე, უკრაინულმა მხარემ ორი სახელმწიფოს ლიდერის შეხვედრა მოითხოვა. ირკვევა რომ მანამდე, რუსულმა მხარემ, მეტად უფრო შეთანხმებული ხელშეკრულების პროექტის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დღეს განახლდება.