დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა, დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ბაზაზე, სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Ukrinform-ი ავრცელებს.
„რამდენიმე საათის წინ, სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ადმინისტრაციული შენობა და საწვავის საცავი განადგურდა. 2 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5 ადამიანი კი - დაშავდა“, - წერს რეზნიჩენკო, „ტელეგრამში“ გავრცელებულ განცხადებაში.
რეზნიჩენკოს თქმით, დაშავებულები ჰოსპიტალიზებული არიან. მისი თქმით, სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს.