თუ სესხი ლარში გაქვთ აღებული, ეს უნდა იცოდეთ! - "ეროვნული ბანკი ყველაფერს აბრალებს, რომ საკუთარი თავი დამნაშავედ არ გამოიყვანოს" - Palitra News

თუ სესხი ლარში გაქვთ აღებული, ეს უნდა იცოდეთ! - "ეროვნული ბანკი ყველაფერს აბრალებს, რომ საკუთარი თავი დამნაშავედ არ გამოიყვანოს"

2022-03-31 12:26:07+04:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გუშინ რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ეროვნულ ვალუტაში გაცემულ განაკვეთზე დამოკიდებულ სესხებს აძვირებს. აღნიშნულ საკითხზე ეკონომისტმა ირალი მაკალათიამ "პალიტრანიუსის" ეთერში გადაცემა "დილის პალიტრაში" ისაუბრა.