რუსული ძალები ჩერნობილის ბირთვულ ობიექტს ტოვებენ. პენტაგონში ამბობენ, რომ ობიექტის დატოვების შემდეგ, ჯარები ბელარუსისკენ მიემართებიან.
ინფორმაციას, საერთაშორისო მედიები, პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებენ.
რუსულმა ძალებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ რამდენიმე დღეში დაიკავეს.