ორწლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისსა და რომს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა. რეისი გუშინ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის 5 წლის თავზე შესრულდა. რომიდან 113 მგზავრი ჩამოვიდა, საქართველოდან რომში კი 170 მგზავრი გაფრინდა. პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ტრადიციული საჩუქრები დაურიგდათ.
ამ დღესთან დაკავშირებით აეროპორტში გამართულ ღონისძიებას, ქუთაისის მერი, აეროპორტების გაერთიანების დირექტორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.