ევროპის ქვეყნებს რუსულ გაზზე უარის თქმა მომდევნო 2 წელიწადში შეეძლებათ. ამის შესახებ განცხადება ევროპის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჟოზეფ ბორელმა Sky News Arabia-სთან გააკეთა.
ამასთან, ბორელის თქმით, ევროპულ ქვეყნებს სურთ ენერგომატარებლების დივერსიფიცირება და რუსული ენერგო ნედლეულისგან დამოკიდებულების შემცირება, თუმცა არა მისი აკრძალვა. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი აპირებს შექმნას სპეციალური არმია საერთო გამოწვევების გასამკლავებლად.
ბორელის თქმით, ევროპა ამ დროისთვის წააწყდა ლტოლვილების უპრეცედენტო ტალღას უკრაინიდან და ამ გამოწვევას ევროპელები ერთად უმკლავდებიან.