უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები თურქეთში 29 მარტს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერფაქსს“ უკრაინული დელეგაციის წევრმა და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ დაუდასტურა.
არახამიას განცხადებით, დელეგაციის წევრები ჯერ ისევ გზაში არიან და დიდი ალბათობით, სტამბოლში გვიან ჩავლენ. ამას არახამია ლოჯისტიკურ სირთულეებს უკავშირებს.
მისი განმარტებით, მოლაპარაკებები 29 მარტს დილის 10:00 საათზე დაიწყება.