მინდა შევეხო საკითხს, რომელიც უკავშირდება საწვავის ფასებს - რა განცხადებას აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი? - Palitra News

მინდა შევეხო საკითხს, რომელიც უკავშირდება საწვავის ფასებს - რა განცხადებას აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი?

2022-03-28 11:35:03+04:00

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა მსოფლიოს არ ჰქონია ევროპაში. ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან, უკრაინაში. ამ ფონზე ჩვენ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ვცდილობთ, ქვეყანაში მივაღწიოთ ეკონომიკურ ზრდას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აპრილიდან იგეგმება კონკრეტული მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, მშენებლობის წახალისება, დასაქმების პროგრამა და სხვა.