კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა და 12 გარდაცვლილი პაციენტი - 28 მარტის კოვიდსტატისტიკა საქართველოში - Palitra News

კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა და 12 გარდაცვლილი პაციენტი - 28 მარტის კოვიდსტატისტიკა საქართველოში

2022-03-28 10:45:52+04:00

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 12 პაციენტი. ამავე მონაცემების თანახმად, 24 საათში ჩატარდა 5 460 კვლევა ტესტით და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 4,19% შეადგინა.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ დაინფიცირდა 1 646 545 ადამიანი და გარდაიცვალა 16 720 პაციენტი. ამ დროისთვის ქვეყანაში ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 853 264 დოზა აცრა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი 201 ადამიანი აიცრა.