შვილის სიყვარულით დაწყებული საქმე, რომლის მიზანიც საყვარელი პერსონაჟის ორიგინალი სათამაშოს შექმნა იყო
თამარ ქისიშვილმა სათამაშოების კეთება 3 წლის წინ დაიწყო. მისი თავდაპირველი ჩანაფიქრი მხოლოდ და მხოლოდ, შვილის გახარება იყო. დღემდე თავისი შვილის საყვარელი პერსონაჟები აძლევს შთაგონებას, შექმნას ახალი სათამაშოები.
მის პირველ ნამუშევარს, რომელიც სოციალური ქსელში გააზიარა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სწორედ ამან მისცა მოტივაცია პანდემიის დროს დაწყებული სასიმოვნო თავშესაქცევი სერიოზულ საქმიანობად ექცია.
უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, თამარმა სოლიდარობის ნიშნად უკრაინის დროშის ფერებში გაწყობილი თოჯინა შექმნა. ამ სათამაშომ განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა
თამარი, როგორც დედა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჯანმრთელ და ხარისხიან მასალას ანიჭებს. თოჯინები ტილოსა და ბამბის ქსოვილისგან იკერება, შიგთავსისთვის კი ანტილერგიულ სინტიპონს იყენებს.
„თამთოისის“ ფერად-ფერად თოჯინებს სწორედ ის გამოარჩევს, რომ თითოეულ დეტალში დედობრივი სითბოა ჩაქსოვილი.