დედამიწაზე დაახლოებით 1,500 აქტიური ან პოტენციურად აქტიური ვულკანია, ყოველდღე კი, დაახლოებით 20 მათგანი, გარკვეული სახით მაინც იფრქვევა.წარმოგიდგენთ ყველაზე საშიშ ვულკანებს მსოფლიოში.
ეტნა - მოქმედი ვულკანი იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე. სიმაღლე 3357 მ. ამჟამად ყველაზე მაღალი და ყველაზე აქტიური ვულკანია ევროპაში. მისი სიმაღლის მითითება ზუსტად შეუძლებელია, ვინაიდან ის მუდამ იცვლება ამოფრქვევებისა და შლაკების ამოსხმის გამო. ეტნას 400-მდე გვერდითი კრატერი და მრავალი ლავური ნაკადი აქვს.ეტნა საშუალოდ სამ თვეში ერთხელ ამოაფრქვევს ლავას. სტატისტიკურად ვულკანი 150 წელიწადში ერთხელ რომელიმე დასახლებას ანადგურებს. თუმცა გაცივებული ლავის გამო ეტნის გარშემო ნიადაგი განსაკუთრებით ნაყოფიერია და მის კალთებზე ხილს, ზეთისხილსა და ვენახს აშენებენ. ვულკანის ამოფრქვევა ჯერ კიდევ უძველეს ხანებში დასტურდება. ანტიკური ხანის ავტორები ასახელებენ ძვ. წ. 479 და 425 წლებს.ვეზუვი - ვეზუვის მთა ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. თითქმის 2 000 წლის წინ, ქრისტეს შობიდან 79-ე წელიწადს, ვეზუვი სპონტანურად ამოიფრქვა და მასთან არსებული რომაული დასახლებები, მაგალითად, პომპეი, მტვრისა და ვულკანური ქვების ქარცეცხლში გაახვია.ვულკანი ვეზუვი მას შემდეგ აქტიურია, თუმცა ამოფრქვევები ხშირად არ ფიქსირდება.იელოსტოუნი - ბევრი მეცნიერი იელოსტოუნს არა ვულკანად, არამედ სუპერვულკანად მიიჩნევს, რადგან მას კოლოსალური რაოდენობის გამდნარი ნივთიერებების ამოფრქვევა შეუძლია, ასეთი მოვლენა ბოლო 2 მილიონი წლის განმავლობაში ორჯერ მოხდა.იელოსტოუნი აქტიურ მდგომარეობაშია, თუმცა ასეთი კოლოსალური სიდიდის ამოფრქვევები ძალიან იშვიათია.მონტან-პელე - 1902 წელს, ქალაქ სან-პიერში, რომელიც მონტან-პელეს ძირში მდებრეობს, ვულკანურ ამოფრქვევას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გადაურჩა. სავარაუდოდ, ამოფრქვევამ დაახლოებით 28 000 ადამიანი შეიწირა. ამ მოვლენამ ვულკანოლოგ ტომას ჯაგერს გადააწყვეტინა, რომ ჰავაიზე მსოფლიოში პირველი ვულკანური ობსერვატორია დაეარსებინა.კრაკატაუ - 1883 წლის ძლიერი ამოფრქვევის დროს კრაკატაუს ამოფრქვევა იმდენად ხმამაღალი იყო, რომ მისი ხმა ხალხმა 5 000 კილომეტრის დაშორებით გაიგო.შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამოფრქვევის გარშემო 160 კმ-იან ზონაში იმყოფებოდა, სმენის გამოუსწორებელ დაზიანებას მიიღებდა. ამოფრქვევის შედეგად 36 000 ადამიანი დაიღუპა.კილაუეა - საბედნიეროდ, ყველა ვულკანი ისეთი სასტიკი არაა, როგორც წინა რამდენიმე.ჰავაის ყველაზე ახალგაზრდა ვულკანიდან, კილაუეადან, უკვე 35 წელია, ლავა წყნარად, აფეთქებების გარეშე გადმოდის და ოკეანეში ჩაედინება. აქ ლეტალური შემთხვევები იშვიათია, თუ, რა თქმა უნდა, ცნობისმოყვარე ტურისტი შემთხვევით ლავაში ფეხს არ ჩაყოფს.მაუნა-ლოა - მაუნა-ლოა დედამიწაზე მასით ყველაზე დიდი მთაა. თუ მას ოკეანის ფსკერიდან გავზომავთ, ის ევერესტზე უფრო მაღალიც არის. ის ჰავაის დიდი კუნძულის ნახევარზე მეტს შეადგენს და კვლავ აქტიურიაეიაფიადლაიეკუდლი - ეს ისლანდიაში არსებული ყველაზე დიდი ვულკანია და ყინულითაა დაფარული.ამოფრქვევის შემთხვევაში მას შეუძლია, ევროპაში დღეებით ან კვირეებით ფრენები შეაჩეროს. როგორც ეს 2010 წელს მოხდა. თვითმფრინავებს ვულკანურ მტვერში ფრენა არ შეუძლიათ, რადგან ის ძრავების აზიანებს.