კიევის ოლქში კვლავ ორდღიანი „კომენდანტის საათი" ცხადდება. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამის“ გვერდზე განაცხადა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, „კომენდანტის საათი“ დღეს საღამოს 20:00 საათზე ამოქმედდება და 20 მარტის დილის 07:00 საათამდე გაგრძელდება.
„კომენდანტის საათის“ ამოქმედების შემდეგ ქალაქში გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე ავტომობილები. კიეველებს გარეთ გამოსვლა განგაშის ჩართვის შემთხვევაში თავშესაფარში გადასასვლელად შეეძლებათ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაღაზიები, აფთიაქები, გასამართი სადგურები არ იმუშავებს“,- განაცხადა კლიჩკომ.