(+18) სუსტი გულის ადამიანებმა არ ნახოთ, ვიდეო მძიმე კადრებს შეიცავს - „მარიუპოლში „მასობრივი საფლავებია“, ერთ-ერთში 200-მდე ცხედარი იყო“ - გაეროს ადამიანის უფლებათა ჯგუფი - Palitra News

(+18) სუსტი გულის ადამიანებმა არ ნახოთ, ვიდეო მძიმე კადრებს შეიცავს - „მარიუპოლში „მასობრივი საფლავებია“, ერთ-ერთში 200-მდე ცხედარი იყო“ - გაეროს ადამიანის უფლებათა ჯგუფი

2022-03-25 16:26:39+04:00

უკრაინაში, გაეროს ადამიანის უფლებათა ჯგუფის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის მატილდა ბოგნერის განცხადებით, ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში „მასობრივი საფლავების“ შესახებ დამკვირვებლებმა ინფორმაცია მიიღეს. მათ შორის ერთ-ერთში 200-მდე ცხედარი იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გაეროს ადამიანის უფლებათა ჯგუფის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის განმარტებით, აღნიშნულს სატელიტიდან გადაღებული ფოტოებიც ადასტურებს.