არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" და დემოკრატიისა და უსაფრთხოების განვითარების ინსტიტუტმა კვლევა განახორციელა, რომლის მიზანიც 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კრიმინალური ავტორიტეტების და არაფორმალური ჯგუფების ჩართულობის შეფასება იყო.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2020 და 2021 წლის არჩევნების პერიოდში ძალადობისა და ზეწოლის მსხვერპლები გახდნენ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, არამედ ჟურნალისტები და დამკვირვებლები.
წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა უთანასწორო შესაძლებლობებით მმართველ პარტიასა და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ვინაიდან ხელისუფლება ხმების მოსაპოვებლად აქტიურად იყენებდა მოსყიდვის, დაშინებისა და იძულების გზებს