უკრაინელებს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე თვითნებურად აკავებენ და ოჯახებს მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან, - ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში აცხადებენ.
მათივე ინფორმაციით, გაერომ მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავების მინიმუმ 36 შემთხვევა დაადასტურა.
„გაერომ სამოქალაქო პირების დაკავების სულ მცირე 36 შემთხვევა დაადასტურა, ოჯახებს ხშირად უარს ეუბნებიან დაკავებულთა ბედის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციაზე,“- აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ცნობით, რუსული ძალების სამიზნეები "ძირითადად ადგილობრივი თემების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ის ადამიანები არიან, რომლებიც თავიანთ პრო-უკრაინულ პოზიციებს აფიქსირებდნენ".