ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ალიანსის ლიდერების სამიტი მიმდინარეობს - Palitra News

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ალიანსის ლიდერების სამიტი მიმდინარეობს

2022-03-24 14:37:26+04:00

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ალიანსის ლიდერების სამიტი მიმდინარეობს. ნატო-ს ლიდერებმა, სამიტის დაწყებამდე ერთობლივი ფოტო გადაიღეს. დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომზე მსჯელობენ.

სამიტს ესწრება შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც, რომელიც ბრიუსელში გუშინ საღამოს ჩავიდა.

„ნატო-ს ლიდერები ბრიუსელში ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში შეხვდებიან. მოუთმენლად ველოდები პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც შეხვედრის დროს მოგვმართავს", - განაცხადა ნატო-ს სამიტის წინ, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.