სუმის ოლქის ქალაქ ტროსტიანეცში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომლის ლიკვიდაცია დაბომბვისა და ქუჩაში მიმდინარე ბრძოლის გამო ვერ ხერხდება, - ამის შესახებ სუმის სახარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ჟივიცკიმ განაცხადა.
„გუშინ და დღეს ბრძოლები გრძელდება ტროსტიანეცში - ეს არის სუმის ოლქის ყველაზე ცხელი წერტილი. ტროსტიანეცში ძალიან დიდი ხანძარი გაჩნდა, ამიტომ მივმართავთ ქალაქის ყველა მცხოვრებს: გთხოვთ დახუროთ ფანჯრები, შეიძლება დიდი დაკვამლიანება მოხდეს, დარჩით თავშესაფრებში, რადგან მიმდინარეობს ქუჩაში ბრძოლები და საარტილერიო დაბომბვა“, - აღნიშნა ჟივიცკიმ.
მისივე თქმით, ტროსტიანეცში საშიშია ქუჩაში ყოფნა, რადგან ოკუპანტები მშვიდობიანი მოსახლეობას ესვრიან.
„მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ, ბევრ დასახლებაში არ არის დენი, წყალი და მედიკამენტების მიწოდების შესაძლებლობა. ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალს, რომელიც უბრალოდ ველოსიპედით მოძრაობდა ქალაქში. ქალაქის მცხოვრებლებს მიცვალებულთა დაკრძალვის უფლება არ აძლევენ. ძალიან დიდი პრობლემაა მიცვალებულთა ცხედრების მორგში შენახვა,“- აღნიშნა ჟივიცკიმ.
მისივე თქმით, ქალები სახლებში მშობიარობენ, რადგან საავადმყოფომდე მისვლის შესაძლებლობა არ არსებობს.