უკრაინული მედიის ინფორმაციით, მსოფლიოს უმსხვილესმა ნავთობსერვისის კომპანიებმა რუსეთში ინვესტიციები შეაჩერეს - Palitra News

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მსოფლიოს უმსხვილესმა ნავთობსერვისის კომპანიებმა რუსეთში ინვესტიციები შეაჩერეს

2022-03-22 17:46:46+04:00

მსოფლიოს უმსხვილესმა ნავთობსერვისის კომპანიებმა რუსეთში ინვესტიციები შეაჩერეს. აღნიშნულ ინფორმაციას Schlumberger-ის და Baker Hughes-ის ხელმძღვანელები ავრცელებენ.

UNIAN-ის ინფორმაციით, Schlumberger-ი რუსეთში დაუყოვნებლივ წყვეტს ყველა ინვესტიციას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესს.

გარდა ამისა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ნავთობსერვისის ამერიკული კომპანია Baker Hughes-ი აჩერებს ყველა ახალ პროექტში ინვესტიციების განხორციელების პროცესს.