დღეს უკრაინა არა მხოლოდ იცავს საკუთარ თავს, არამედ იცავს ჩვენს მშვიდობას, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს უსაფრთხოებას, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ იტალიის პარლამენტში, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვის შემდეგ განაცხადა.
დრაგიმ ხაზი გაუსვა უკრაინელი ლტოლვილების მიმართ იტალიის მიერ გამოჩენილ „უზარმაზარ სოლიდარობას“, რომელმაც „ფართოდ გაუღო კარი" ომისგან გამოქცეულებს.
„იტალიის მთავრობა და პარლამენტი უკრაინის მხარდაჭერის ფრონტზე არიან“, - განაცხადა იტალიის პრემიერმა.
ამას გარდა, მარიო დრაგიმ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ერთგულია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების და აღნიშნა, თუ როგორ იქნა მიღებული „ენერგეტიკის შესახებ კიდევ ერთი ღონისძიება რუსეთზე დამოკიდებულების დასაძლევად“.
„საბოლოო მიზანია რუსეთის იძულება, შეაჩეროს ომი და გულწრფელად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. პრეზიდენტ პუტინის მზარდი იზოლაციის ფონზე, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია. უკრაინას აქვს უფლება იყოს უსაფრთხოდ", - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.