გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე, ასევე თქვენზეც, ვინც არ აიცერით - ასეთი ძვირფასი და სისხლით ნაშოვნი ვაქცინით, რომელსაც შეეძლო ბევრი ადამიანის სიცოცხლე დაეცვა, მიუხედავად ბევრი ხვეწნისა და მუდარისა, ადამიანები არ აიცრნენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, აუთვისებელი რჩება 400 ათასამდე დოზა ვაქცინა, რომელსაც ვადა მარტის ბოლოს გასდის. მისივე თქმით, რთულია, მაგრამ უნდა შესრულდეს ივლისამდე მოსახლეობის 70%-ის აცრის გეგმა.