ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხედავთ აშკარა მტკიცებულებებს, რომ რუსული ძალები სჩადიან ომის დანაშაულებს უკრაინაში, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს შესაბამისი მტკიცებულების შეგროვებას.
„მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესები, რომლებიც გაგრძელდება და ჩვენ ვაპირებთ ამის ხელშეწყობას. ვაპირებთ, წვლილი შევიტანოთ ამ საგამოძიებო პროცესში. რაც შეეხება იმას, თუ რა გამოვა აქედან, ეს არ არის პენტაგონის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტი,“- აღნიშნა კირბიმ.