უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირველივე შეხვედრის დროს განიხილოს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საკითხები.
"რუსეთის პრეზიდენტთან პირველი შეხვედრის დროსაც კი მზად ვარ დავსვა ეს საკითხები ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ისინი ჩვენთვის აქტუალურია და ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება ამ შეხვედრაზე არ იქნება მიღებული," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, პუტინთან პირადი შეხვედრის გარეშე შეუძლებელი იქნება იმის გაგება, თუ რის გასაკეთებლადაა მზად რუსეთის ფედერაცია ომის შესაჩერებლად, ან რისთვის არის მზად, თუ უკრაინა კომპრომისზე არ წავა.
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში კომპრომისების ფორმატი რეფერენდუმზე გადაწყდება. კერძოდ, საუბარია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების უსაფრთხოების გარანტიებისა და სტატუსის საკითხზე.