Galt&Taggart-მა ტურიზმის აღდგენის პროგნოზი 10%-ით შეამცირა - Palitra News

Galt&Taggart-მა ტურიზმის აღდგენის პროგნოზი 10%-ით შეამცირა

2022-03-22 08:16:04+04:00

Galt&Taggart-ი რუსეთის მიერ, უკრაინის ტერიტორიაზე წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის გამო ტურიზმის აღდგენის პროგნოზს ამცირებს.

წლის დასაწყისში ანალიტიკურ კომპანიაში ვარაუდობდნენ, რომ 2022 წელს 2019 წელთან შედარებით, ტურიზმი 85%-ით აღდგებოდა, თუმცა მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით მათი პროგნოზით, აღდგენის მაჩვენებელი 75%-ს არ გადააჭარბებს.

მათივე ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში ამავე წლის იანვართან შედარებით, ტურისტების რაოდენობა მომატებულია. ჯამურად 2022 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს 0.3 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც წლიურად 360.8%-ით არის გაზრდილი, ტურიზმის შემოსავლებმა კი 219.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.