„ქართული ოცნება" პრეზიდენტის სამაგალითოდ დასჯას ცდილობს - დაკავებულნი არიან კუდიანებზე ნადირობით და ერთ-ერთი კუდიანი მათთვის სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო დავებთან დაკავშირებით "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება" მიზანმიმართულად ცდილობს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ელჩებთან დაკავშირებით პრეზიდენტის უფლებამოსილება არ არის ცერემონიალური და მას უფლება აქვს თავის დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელოს.