უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატი ავრცელებს. შეხვედრამდე, სამუშაო ქვეჯგუფებში საკითხზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა. მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებისთვის შესაფერისი ადგილი - იერუსალიმია. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი რუსეთთან მოლაპარაკების გზის პოვნას ყველა ძალისხმევით ცდილობს. ზელენსკი მადლობას უხდის ნაფტალი ბენეტის, საკითხზე აქტიურად მუშაობისთვის.