რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი მარიუპოლში მებრძოლ უკრაინელებს - დაყარეთ იარაღი! - Palitra News

რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი მარიუპოლში მებრძოლ უკრაინელებს - დაყარეთ იარაღი!

2022-03-21 08:42:29+04:00

რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა მარიუპოლში უკრაინელ სამხედროებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.

"საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა განვითარდა", - აღნიშნა გენერალ-პოლკოვნიკმა მიზინცევმა.

„ყველას, ვინც იარაღს დაყრის, გარანტირებული ექნება მარიუპოლიდან უსაფრთხო გასვლა“, - დასძინა სამხედრო მაღალჩინოსანმა და თქვა, რომ ჰუმანიტარული დერეფნები მარიუპოლიდან ორშაბათს, 21 მარტს, მოსკოვის დროით 10 საათზე გაიხსნება.