აშშ-ში ჩინეთის ელჩმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აგზავნის რუსეთში იარაღს უკრაინაში გამოსაყენებლად, მაგრამ მან გადაჭრით არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ ოფიციალურმა პეკინმა მომავალში ეს გააკეთოს - ამის შესახებ ინფორმაციას “გარდიანი“ ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის CBS-ის ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა ჩინეთმა ფული ან იარაღი გაუგზავნოს რუსეთს, ელჩმა ქინ განგმა დასძინა:
„არის დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას უწევს. ჩვენ ამას უარვყოფთ.” „რასაც ჩინეთი აკეთებს არის საკვების, მედიკამენტების, საძილე ტომრებისა და ჩვილებისთვის რძის გაგზავნა და არა რომელიმე მხარისთვის იარაღისა თუ საბრძოლო მასალის მიწოდება“, - აღნიშნა ჩინელმა დიპლომატმა.
აშშ-ში ჩინეთის ელჩმა განაცხადა, რომ პეკინი აგრძელებს "სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობასა და ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოწოდებებს“.
„ჩვენ გვჭირდება გამბედაობა და ჩვენ გვჭირდება კარგი დიპლომატია”, - დასძინა ქინ განგმა.