უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთი თავს დაესხა სკოლას, რომელსაც 400 ადამიანი აფარებდა თავს - Palitra News

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთი თავს დაესხა სკოლას, რომელსაც 400 ადამიანი აფარებდა თავს

2022-03-20 11:37:18+04:00

უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, რუსეთი თავს დაესხა სკოლას, რომლის თავშესაფარშიც 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მარიუპოლის საქალაქო საბჭოს Telegram-ის განახლებაში ნათქვამია, რომ სკოლის შენობა დაინგრა და ხალხი ნანგრევების ქვეშ იმყოფება.

ოფიციალური პირების თქმით, სკოლაში ქალები, ბავშვები და მოხუცები იმყოფებოდნენ.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.