გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ის ამაყობს ის სანქციებით, რომლებიც მათ რუს ოლიგარქებს დაუწესეს - ჩამოართვეს იახტები და გაუყინეს აქტივები. ამის შესახებ ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ამის საფასურს დიდი ბრიტანეთიც იხდის, თუმცა ბორის ჯონსონის განცხადებით, უმოქმედობა ბევრად უფრო ძვირად დაუჯდებოდათ.
„ჩვენ უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა პუტინის გაზსა და საწვავზე დამოკიდებულების დასასრულებლად. დროა, რომ ჩვენს ენერგო მომარაგებაზე კონტროლი დავიბრუნოთ. ვლადიმერ პუტინმა თავი პირფერების გარემოცვაში ჩაიკეტა, მას რომ ჰყოლოდა თავისუფალი, მიუკერძოებელი, პასუხისმგებლიანი ჟურნალისტები, მას ეცოდინებოდა სიმართლე, რომ უკრაინელები ამაყი ხალხია, ქარიზმატული ლიდერით. სანამ ამ დამღუპველი და არაადამიანური წამოწყების შესრულებას შეუდგებოდა, უნდა სცოდნოდა, რომ ისინი იბრძოლებდნენ თავისი სამშობლოს დასაცავად,“- განაცხადა ბორის ჯონსონმა.