უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსმა ოკუპანტებმა 500-მდე სკოლა დააზიანეს - Palitra News

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსმა ოკუპანტებმა 500-მდე სკოლა დააზიანეს

2022-03-19 15:12:04+04:00

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსმა ოკუპანტებმა 500-მდე სკოლა დააზიანეს. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ სერგეი ბაბაკმა განაცხადა.

მისი თქმით, სრულად განადგურებულია 69 სკოლა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა სასწავლო დაწესებულებების დაზიანების კუთხით ხარკოვშია. ქალაქის მერის განცხადებით, ნგრევა განიცადა 60-მა სკოლამ. იგორ ტერეხოვის განმარტებით, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. სწავლის გაგრძელებას კი მხოლოდ ის ბავშვები შეძლებენ, რომლებმაც რეგიონული ცენტრი დატოვეს.