საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ინფორმაციით, რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და სომხეთიდან უკრაინაში დამატებით ჯარს აგზავნის.
როგორც ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსულ ჯარს აქვს პრობლემები შევსებასთან დაკავშირებით. ამასთან, დროებითი რწმუნებულმა განაცხადა, რომ საჭიროა აგრესორის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალი შეიქმნას, ამისთვის კი აუცილებელია უფრო ძლიერი მოწოდებები და მოქმედებები.
როგორც კასიანოვმა აღნიშნა, უკრაინაში გართულებულია საკვებით, მედიკამენტებით და საჭირო ნივთებით მოსახლეობის მომარაგება. მისივე ინფორმაციით, მარიუპოლიდან და ხარკოვიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მხოლოდ ნაწილობრივ ხერხდება.