მიგვაჩნია, რომ მოსკოვი შესაძლოა ამზადებს სცენას ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად და შემდეგ უკრაინის დასადანაშაულებლად, რათა გაამართლოს მისი თავდასხმების ესკალაცია უკრაინელ ხალხზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისი თქმით, ფაქტების შეთხზვა და გენოციდის ცრუ ნარატივების შექმნა არის პრაქტიკა, რომელიც რუსეთს არაერთხელ გამოუყენებია, მათ შორის საქართველოში.
„მოვლენების შეთხზვა და გენოციდის ცრუ ნარატივების შექმნა სამხედრო ძალის უფრო დიდი გამოყენების გასამართლებლად არის ტაქტიკა, რომელსაც რუსეთი ადრეც იყენებდა, მათ შორის საქართველოში,”- აღნიშნა ბლინკენმა.
მისი თქმით, უკრაინის ქალაქების განადგურების შემდეგ, მოსკოვმა, შესაძლოა, ადგილობრივ მთავრობაში დასანიშნად ოფიციალური პირები მოსკოვიდან ჩაიყვანოს და შეეცადოს, რომ მოსახლეობა რუსეთზე დამოკიდებული გახადოს.
„უკრაინის ქალაქების განადგურების შემდეგ, მოსკოვმა, შესაძლოა, რუსეთიდან ჩამოიყვანოს ოფიციალური პირები ადგილობრივ ხელისუფლებაში თანამდებობების დასაკავებლად და გაზარდოს ე.წ. „ეკონომიკური მხარდაჭერა“ იმისთვის, რომ ადამიანები მოსკოვზე დამოკიდებულები გახდნენ. ისევ ის, რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოში,“- აღნიშნა ბლინკენმა.