უკრაინისთვის საომარი მოქმედებებით მიყენებული წინასწარი ზარალი, მინიმუმ, 500 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც საბოლოო თანხა არ არის და კიდევ გაიზრდება. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომელსაც UNIAN.NET-I ავრცელებს.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ვარაუდობდა, რომ ომის ხარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედი იქნებოდა, ხოლო სხვა შეფასებით, ხარჯი შესაძლოა, 500 მლრდ დოლარიც იყოს. თუმცა, მინისტრის თქმით, ზუსტი თანხა მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
UNIAN-ის ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რუსეთთან ომის გამო, წლის ბოლოსთვის უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-იან შემცირებას პროგნოზირებს. ფონდი, ასევე, ინფლაციის 19,1%-მდე ზრდას ვარაუდობს.
პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში განაცხადა, რომ ომის შემდეგ რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარი უკრაინის აღდგენას მოხმარდება.