ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - ნიდერლანდები და ნატო-ს სხვა ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მაშინაც კი, თუ ეს შესაძლოა, რუსული თავდასხმების სამიზნე გახდეს - Palitra News

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - ნიდერლანდები და ნატო-ს სხვა ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მაშინაც კი, თუ ეს შესაძლოა, რუსული თავდასხმების სამიზნე გახდეს

2022-03-16 13:15:10+04:00

ნიდერლანდები და ნატო-ს სხვა ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მაშინაც კი, თუ ეს მიწოდება შესაძლოა, რუსული თავდასხმების სამიზნე გახდეს, - ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განაცხადა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

„ნიდერლანდები და სხვა ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას“, - განაცხადა ოლონგრენმა ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრამდე. როგორც მან აღნიშნა, უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი.

„ჩვენ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას”, - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.