ნიდერლანდები და ნატო-ს სხვა ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მაშინაც კი, თუ ეს მიწოდება შესაძლოა, რუსული თავდასხმების სამიზნე გახდეს, - ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განაცხადა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
„ნიდერლანდები და სხვა ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას“, - განაცხადა ოლონგრენმა ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრამდე. როგორც მან აღნიშნა, უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი.
„ჩვენ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას”, - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.