უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა, - ამის შესახებ უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ და ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებში უკრაინული მხარის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დავით არახამიამ განაცხადა.
როგორც არახამიამ „უკრაინსკაია პრავდასთან“ საუბრისას აღნიშნა, გუშინ აღებული ტექნიკური შესვენების შემდეგ რუსეთის დიპლომატებთან მოლაპარაკებები დღეს უკვე გრძელდება.
უკრაინული მხარე მოლაპარაკებების შესახებ სხვა კომენტარის გაკეთებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.