საგარეჯოში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაარბიეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ ორგანიზაციაში ადასტურებენ.
მათი თქმით, ფაქტი ცოტა ხნის წინ, იმ დროს მოხდა, როცა პარტიის წევრები ოფისში არ იმყოფებოდნენ.
ჩამტვრეულია მინები, ასევე დაზიანებულია ტექნიკა და ავეჯი. ოპოზიციონერები ვარაუდობენ, რომ მომხდარი შესაძლოა, უკავშირდებოდეს „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ გუშინ გამართულ აქციას.
ფაქტს სამართალდამცავები სწავლობენ.