სუმის ოლქის ოთხი ქალაქიდან საევაკუაციო დერეფანი იხსნება - Palitra News

სუმის ოლქის ოთხი ქალაქიდან საევაკუაციო დერეფანი იხსნება

2022-03-15 10:59:10+04:00

უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით სუმის ოლქის ოთხი ქალაქიდან საევაკუაციო დერეფნები იხსნება.

სუმის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ჟივიცკის Telegram-ის პოსტის თანახმად, ევაკუაციის მარშრუტები ქალაქებიდან - სუმი, კონოტოპი, ტროსტიანეცი და ლებედინი, ადგილობრივი დროით 09:00-დან 21:00 საათამდე იქნება გახსნილი.