შვეიცარული საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Nestle აცხადებს, რომ წყვეტს რუსეთის ბაზრისთვის მისი პროდუქციის ნაწილის მიწოდებას. პროდუქციის ჩამონათვალს შორის რომელიც რუსეთში არ შევა, სახელდება ყავის ბრენდ Nespresso-ს ყავის აპარატები და კაფსულები, ასევე მინერალური წყალი S.Pellegrino - ინფორმაციას ამის შესახებ, Reuters-ი ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით კი Nestle განაგრძობს რუსეთის ბაზრისთვის პირველადი საჭიროების პროდუქციის მიწოდებას, რომელთა შორისაა: საბავშვო კვება, ფაფები, სპეციალიზირებული კვება და სამკურნალო კვება შინაური ცხოველებისთვის.
მანამდე Nestle-მ განაცხადა, რომ წყვეტს ინვესტიციებს, მათ შორის სარეკლამო საქმიანობას რუსეთში. ამასთან კომპანიის რუსეთში მოქმედი ქარხნები მუშაობას კვლავ აგრძელებენ.
Nestle რუსეთის ბაზარზე რეკლამის დამკვეთებს შორის მესამე ადგილზეა. 2020 წელს კომპანიამ ამ ქვეყანაში მხოლოდ რეკლამაზე 6,1 მლრდ რუბლი დახარჯა.