აზერბაიჯანი გეგმავს, ევროპაში გაზის ექსპორტი 9,1 მლრდ კუბ.მ-მდე გაზარდოს. ამის შესახებ ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიურ ფორუმზე რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, ტრანსადრიატიკის მილსადენის ამოქმედების დროიდან დღემდე, ევროპაში ექსპორტირებულია 9,7 მლრდ კუბ.მ გაზი. მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში გაზის მარაგები, აზერბაიჯანული გაზის მიმართ დაინტერესება და არსებული ინფრასტრუქტურა გაააქტიურებს სამხრეთის გაზის კორიდორის გაფართოვებას, რომლის შემადგენელი ნაწილია ტრანსადრიატიკული გაზსადენი.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო კომერციული გაზის მიწოდება ევროპაში ტრანსადრიატიკული მილსადენით. მიწოდება გათვლილია 25 წელზე და ითვალისწინებს წლიურად 10 მლრდ კუბ/მ გაზის გატარებას ევროპის ბაზრისკენ, საიდანაც 8 მლრდ კუბ.მ-ს მიიღებს იტალია, თითოს კი საბერძნეთი და ბულგარეთი.
სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელიც 3,5 ათას კმ-ზეა გაშლილი იწყება ბაქოდან და სრულდება იტალიის სამხრეთში, გადის რა საქართველოს, თურქეთს, საბერძნეთს, ასევე ალბანეთს და წარმოადგენს ერთგვარ ინტეგრირებულ გაზსადენების სიტემას, რომელშიც შედის ტრანსადრიატიკის გაზსადენი, სამხრეთ-კავკასიის გაზსადენი და ტრანსანატოლიის გაზსადენი. მისი გამტარი სიმძლავრე შეადგენს 16 მლრდ კუბ.მ-ს წლიურად. ის ნედლეულს იღებს შაჰ-დენიზის საბადოდან, რომლის მარაგები შეფასებულია 1,2 ტრილიონ კუბ.მ-ად, სულ კი აზერბაიჯანის გაზის მარაგები შეფასებულია 2,6 ტრლნ კუბ.მ-ად.