უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ინფორმაციით, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება - Palitra News

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ინფორმაციით, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება

2022-03-13 16:45:01+04:00

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, სავარაუდოდ მომავალ კვირას გაიმართება.

"როგორც კი შემუშავდება სამართლებრივი ფორმატები, დაინიშნება შეხვედრა - მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი. ეს შეიძლება იყოს ხვალ, ზეგ. ახლა მოლაპარაკებების მაგიდაზე არის სხვადასხვა წინადადებები, არის ათეული წინადადება. ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი, ახლა ვცდილობთ ამ საკითხების ლეგალურ ფორმატში ჩასმას", - განუცხადა პოდოლიაკმა ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ბელტას".