ბილეთი რომ გადმომცეს იმ ქალბატონივით გავიფიქრე CV-ში ამას რომ ჩავწერ საკუთარ თავს ფეხზე წამოვუდგები-მეთქი - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი?რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი - Palitra News

ბილეთი რომ გადმომცეს იმ ქალბატონივით გავიფიქრე CV-ში ამას რომ ჩავწერ საკუთარ თავს ფეხზე წამოვუდგები-მეთქი - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი?რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი

2022-03-13 14:28:34+04:00

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგითი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. "ცხოვრებამ ბევრჯერ ამიყვანა მაღლა და შემდეგ დამანარცხა, მაგრამ ესეთი კარიერული ვარდნა არასდროს განმიცდია. საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი ლეიტენანტი ვიყავი და უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგითი გავხდი. არადა ბილეთი რომ გადმომცეს იმ ქალბატონივით გავიფიქრე CV-ში ამას რომ ჩავწერ საკუთარ თავს ფეხზე წამოვუდგები მეთქი", - წერს ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე