საგარეო უწყება აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებად მიიჩნევს - Palitra News

საგარეო უწყება აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებად მიიჩნევს

2022-03-12 14:40:48+04:00

რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას, რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ინტეგრაციის გზით, რასაც ემატება ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების უხეში დარღვევა და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია,- ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2022 წლის 12 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებაა.