შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისათვის ფართის გადაცემისთვის 4 პირი დააკავა - Palitra News

შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისათვის ფართის გადაცემისთვის 4 პირი დააკავა

2022-03-12 14:37:24+04:00

სამართალდამცავებმა პროსტიტუციისათვის ფართის გადაცემისთვის 4 პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულები გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს და უზრუნველყოფდნენ მათ ტრანსპორტით გადაადგილებას სექსუალური მომსახურეობის მიღების მსურველ კლიენტებთან.