სახალხო დამცველი პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად დაუყოვნებლივ გადაიყვანონ - Palitra News

სახალხო დამცველი პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად დაუყოვნებლივ გადაიყვანონ

2022-03-11 16:12:36+04:00

სახალხო დამცველი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი პროფილის კლინიკაში აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად დაუყოვნებლივ გადაიყვანონ.

ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პენიტენციური დაწესებულების ექიმისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის ფონზე გაუარესდა.