მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთი, უკრაინაში გასაგზავნად მზად არის. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, რომელიც რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, ერთობლივად განხორციელდა. სულ ჯამში, 100 ტონაზე მეტი ტვირთის მობილიზება მოხდა.
აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთი თბილისში დასაწყობდა, ხოლო დასავლეთის ტვირთმა ფოთის ტერმინალში მოიყარა თავი. ტვირთის მობილიზების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული კერძო და სამოქალაქო სექტორი.
ჰუმანიტარული ტვირთი არამალფუჭებადი პროდუქტის, პირველადი მოხმარების საგნების, სამედიცინო ნივთებისა და მედიკამენტებისგან შედგება. ტვირთის მობილიზების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურადაა ჩართული კერძო და სამოქალაქო სექტორი.ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.