რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალისთვის დაფინანსების შემცირებას გეგმავს, - ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი ვოლვაჩმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რესპუბლიკების ხელმძღვანელობას ვეუბნები: „ახლა თქვენთვის გვაქვს დავალება, რომ თანდათან დაიწყოთ ჩვენზე ნაკლებად დამოკიდებულება ." მაგალითად, რესპუბლიკებში სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდის თვალსაზრისით რუსეთის თანადაფინანსების წილი თანდათან შემცირდება - 2022 წლის 85%-დან 2025 წლისთვის 15%-მდე. როგორ მივაღწიოთ ამას? აუცილებელია ინვესტორების მოზიდვა. პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს რეგულაცია, გაუმჯობესდეს საინვესტიციო კლიმატი, მოხდეს ინვესტორების მოზიდვა, გამარტივდეს საბაჟო რეგულაციები და გაუმჯობესდეს საგადასახადო რეგულაციები. ყველაფერი საუკეთესო, რაც რუსეთშია, იქ უნდა შეიტანონ, რათა გარანტირებული იყოს ინვესტორების უფლებები,“- განაცხადა დიმიტრი ვოლვაჩმა.