დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ქვეყანაში არის ყველაზე იაფი იმპორტირებული ფქვილი,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
გიორგი ხანიშვილის თქმით, 2 თვის განმავლობაში პურის გაძვირების წინაპირობა არ არსებობს, რადგან შესაბამისი მარაგები არის. თუმცა, თუ ქვეყანას ძვირ ხორბალსა და ფქვილზე გადართვა მოუწევს, 3 თვის შემდეგ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო, ამის პროგნოზირება ახლა შეუძლებელია.